
მსურს სრულიად საქართველოს და თითოეულ ქართველს მივულოცო 2023 წლის 8 ნოემბერი, ისტორიული დღე, როდესაც ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი! - ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა სოციალურ ქსელში:
"მსურს სრულიად საქართველოს და თითოეულ ქართველს მივულოცო 2023 წლის 8 ნოემბერი, ისტორიული დღე, როდესაც ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი! აღსრულდა ჩვენი სახელოვანი წინაპრების ნება, საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა თავისი ისტორიული სახლისკენ, ევროპისკენ! დღეს როდესაც ჩვენი სამშობლო აღნიშნავს დიდი ქართველის და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის, მართალი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, თამამად შეიძლება ითქვას რომ ეს არის სიმბოლური საჩუქარი მისი უკვდავი სულისა და მისი ნატვრების წინაშე! მე როგორც ემიგრაციული ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ემიგრაციას და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს ახალგაზრდობას ამ უმნიშვნელოვანეს დღეს! დაე ეს დღე იყოს საწინდარი ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო ნათელი მომავლისა და აღორძინების! ამინ+საბა ეპისკოპოსი ჩრდილოეთ ამერიკისა."
0
0
სემეკში სტუდენტენთან შეხვედრა გაიმართა
21/04/2026