-share.jpg)
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ფეისბუკში გავრცელებული თბილისის მერის კახა კალაძის ციტატა, რომლის თანახმად კალაძე ამბობს, რომ „მეც დავდივარ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მეც დავდივარ იტალიასა და საფრანგეთში, ხან იქ, ხან აქ, მაგრამ არ ვარ ასე არაფერს ჩაციებული. ვისაც ასე ძალიან გინდათ, აეროპორტის გზა ყველამ კარგად იცით“, სიცრუეა და თბილისის მერს არ ეკუთვნის.
მერიის პრესსამსახური მოუწოდებს ყველას, თბილისის მერიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის პრესსამსახურთან გადაამოწმონ:
„სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მთელი დღის განმავლობაში ვირუსულად ვრცელდება თბილისის მერის, კახა კალაძის ფოტო, ვითომდა მისივე ციტატით: „მეც დავდივარ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მეც დავდივარ იტალიასა და საფრანგეთში, ხან იქ, ხან აქ, მაგრამ არ ვარ ასე არაფერს ჩაციებული. ვისაც ასე ძალიან გინდათ, აეროპორტის გზა ყველამ კარგად იცით“.
აღნიშნული ციტატა არ ეკუთვნის თბილისის მერს და არის ე.წ. „ფეიკი“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. მოვუწოდებთ ყველას, ნუ შეუწყობთ ხელს სიცრუის ტირაჟირებას. თბილისის მერიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გთხოვთ, მუნიციპალიტეტის პრესსამსახურთან გადაამოწმოთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0