
უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტზე ბოლო დღეებში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, უკრაინის არმიაზე რუსული ჯარის ზეწოლა გაძლიერდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენლის სერგეი ჩერევატის განცხადებით, რუსეთის მთავარი აქტივი არის იმ სამხედრო ძალების რაოდენობა, რომელთა სწრაფი გადაადგილებაა შესაძლებელი.
„რუსები ახალ ძალებს იღებენ და სისტემატურად ცდილობენ ჩვენი თავდაცვითი ძალების გარღვევას. მათი მიზანი დონეცკის ოლქზე მთლიანი კონტროლის აღებაა, თუმცა ეს გეგმა უკვე რამდენიმე თვეა ჩაეშალათ“, - განაცხადა სერხი ჩერევატმა.
იმავდროულად, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა თქვა, რომ ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები უახლოეს ექვს თვეში "აბსოლუტურად გადამწყვეტი" იქნება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი მოლაპარაკებებს სერიოზულად არ ეკიდება.
„რუსეთის პრეზიდენტის თავხედობა აშკარაა: მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ვერ შეძლებს წინსვლას უკრაინაში, ის უფრო და უფრო მეტ რისკზე მიდის... თუმცა იგი მაინც დაკარგავს იმ ტერიტორიებს, რომელიც მან აქამდე უკანონოდ წაართვა უკრაინას“, - ხაზი გაუსვა უილიამ ბერნსმა.
როგორც 2 თებერვალს უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რუსებმა ორი სარაკეტო დარტყმა მიაყენა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკს, დააზიანა შენობები, დაღუპულია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე.
0
0