29/06/2023
11:16
მსოფლიო
ასტრონომებმა, 25-წლიანი დაკვირვების შემდეგ, პირველად დააფიქსირეს ულტრადაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღები, რომლებსაც სამყაროს ფორმირების საიდუმლოების გამოვლენა შეუძლია. ასტრონომებმა მსოფლიოს ექვსი ყველაზე მგრძნობიარე რადიოტელესკოპი გამოიყენეს.
მეცნიერების ვარაუდით, აღნიშნული ტალღები წარმოიქმნება სუპერმასიური შავი ხვრელებიდან, რომლებიც აღმოჩენილია გალაქტიკების შერწყმის ცენტრებში.
მანჩესტერის უნივერსიტეტის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მათ შესაძლოა ჰქონდეთ პასუხები ცალკეული გალაქტიკების, მათ შორის, ირმის ნახტომის, შესახებ.
ასტრონომები და ფიზიკოსები დააკვირდნენ პულსარების მასივს - ნეიტრონულ ვარსკვლავებს [ნეიტრონული ვარსკვლავების ტიპები, რომლებიც მასიური ვარსკვლავების ხელახლა აფეთქების მერე მათ ადგილზე რჩება], რომლებიც რადიოტალღებს ასხივებენ.
პულსარებმა, რომლებიც ირმის ნახტომზე ვრცელდებოდნენ, შექმნეს გრავიტაციული ტალღების საკმარისად ძლიერი [გალაქტიკის ზომის] დეტექტორი ულტრადაბალი სიხშირის ტალღებზე მათ [პულსარების] საპოვნელად.
ბირმინგემის უნივერსიტეტის ასტროფიზიკისა და კოსმოსური კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალბერტო ვეკიომ, თქვა, რომ ულტრადაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღების გამოვლენა წარმოადგენს "ოქროს სტანდარტს ფიზიკაში".
0
0