
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” [IDFI] დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის ვიზების გაუქმების შესახებ შეტყობინებები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს. თუმცა, კლდიაშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია დასაზუსტებელია და გვარებს არ აკონკრეტებს. ამის შესახებ მან ტეკეკომპანია “მთავარის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
"ჩემი ინფორმაციით, აღმასრულებელი ხელისუფლების კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა მიიღეს ასეთი მეილები. არ დავაკონკრეტებ იმიტომ, რომ გადამოწმებული არ მაქვს, მაგრამ არ დაიმალება და რაღაც პერიოდში ეს გაცხადდება. მაგრამ ის, რომ, სანქციები უკვე მიღებული აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს, ამაზე სახელმწიფო მდივანმა უკვე გვამცნო" - განაცხადა კლდიაშვილმა.
მანამდე, დღეს დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებს უკვე მისდით შეტყობინებები ვიზის გაუქმების შესახებ.
0
0