
„აღიარეთ, ვინ ვის ემსახურებით და ვინ ვის ინტერესებს იცავთ“ – ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს დაღუპული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს.
„ყველას საყურადღებოდ! მოდით ბოლოს და ბოლოს ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ვაღიაროთ და ვთქვთ ღიად ვინ ვისზე მუშაობს, ვინ ოპოზიცია არის, ვინ ოპოზიციის წინაამღდეგი, ვინ ქართული ოცნება, და ვინ ქართული ოცნების წინაამღდეგ, იმაშიც გავერკვეთ ვინ შუა რგოლი რომელიც ოცნების და ოპოზიციის წინაამღდეგი, ბოლოს და ბოლოს ისიც ვთქვათ, თუ მოქმედ ხელისუფლებას ებრძვით, თვლით რომ ის ხელისუფლება ცუდია, მაშინ ოპოზიციას რატომ ებრძვით, ერთ სიტყვით ამ მოსახლეობამ რა დაგიშავათ, ასე უღმერთოდ რომ აწამებთ!ჯერ ვინ დარჩა ამ ქვეყანაში ტელევიზორს დაუჯდეს, და უყუროს, მიიღოს ინფორმაცია, ძალიან ცოტანი დავრჩით, დაიცალა დაქართველო. ვინც დავრჩით, იმათაც უკვე ტელევიზიებისკენ გახედვაც არ უნდათ!
რა დღეში ხართ, ან რის მიღწევას ცდილობთ, ამ ამოსაწყვეთ პრო რუსი ძალის დამარცხებას რომ არ ცდილობთ და ეს არ გაინტერესებთ გასაგებია, ამბიციები, კარგი ცხოვრება, რა რა ხდება? ყველას თავისი ინტერესები ცხადია! მაგრამ კიდევ გეტყვით, ამ ხალხმა რა დაგიშავათ? აღიარეთ ვინ ვის ემსახურებით და ვინ ვის ინტერესებს იცავთ, გაერთიანების გარეშე ამ ბრძოლას რომ ვერ მოიგებთ ეს ნათელია, მაგრამ ყველაზე საინტერესო კი ის არის ერთი მეორის დამარცხებით და გაშავებით, ვის რა უნდა მოუგოთ, ამ დიდ ბრძოლაში.“ - წერს მაჩალიკაშვილი.
0
0
გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა
04/03/2025
მასკი ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდებს
04/03/2025