14/01/2025
13:13
საზოგადოება
თბილისში, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 ადამიანიდან ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კლინიკაში რჩება.
ექიმის განცხადებით, ერთმა პაციენტმა ღამის საათებში დატოვა კლინიკა.
„ჩვენ კლინიკაში მოყვანილი არის 3 პაციენტი, აქედან ერთი არის პედიატრიული ასაკის და 2 მოზრდილი. ორის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ბავშვი იწერება უკვე ბინაზე, მიეცემა რეკომენდაციები და დაკვირვების ქვეშ გაეწერება. ერთმა პაციენტმა ღამის საათებში დატოვა კლინიკა, იმიტომ რომ მსუბუქი დაზიანება იყო. კლინიკაში რჩება 25 წლის კაცი, რომლის დაზიანება არის საკმაოდ მძიმე, ეს არის ქალა ტვინის დაზიანება და გულმკერდის დახურული ტრავმა“, - აცხადებს „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო დირექტორი გიორგი კორძახია.
0
0