28/12/2021
13:29
პოლიტიკა
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გუშინ გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გააკეთა განცხადება, ბუნებრივია აქვე გავაკეთებთ მოკლე განმარტებას. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, 19 ნოემბრიდან მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნა მკურნალობის მიზნით გორში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო ღონისძიება. მკურნალობის დასრულების შემდგომ მიღებული იქნა გადაწვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ. იგი არ დაემორჩილა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას, რუსთავი ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და შესაბამისად პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის კანონიერი ღონისძიების დროებით გადავადების შესახებ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
0
0