აღდგომის კუნძულზე გაჩენილმა ხანძარმა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - ქანდაკება მოაი დააზიანა
07/10/2022
12:14
მსოფლიო
A-
+A
ჩილეში, აღდგომის კუნძულზე გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად, ქვის მონუმენტური ფიგურა - ცნობილი ქანდაკება მოაი - დაზიანდა.
"ხანძარმა კუნძულის ტერიტორია თითქმის 100 ჰექტარზე გაანადგურა, მათ შორის, დაზიანდა ქანდაკება მოაი. ყველაზე მეტად დაზარალდა რანო-რარაკუს (კრატერის მტკნარი ტბის) მიმდებარე ტერიტორია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია", - წერს Twitter-ზე ჩილეს კულტურული მემკვიდრეობის მდივნის მოადგილე კაროლინა პერესი.
„ხანძრის შედეგად გამოწვეული ზიანი ვერ ანაზღაურდება“, - განუცხადა ადგილობრივ მედიას აღდგომის კუნძულის მერმა პედრო ედმუნდსმა.
აღდგომის კუნძული ჩილეს დასავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 3,500 კმ-ში მდებარეობს.
0
0
364
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%