აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
22/04/2024
10:34
საზოგადოება
A-
+A
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანებაზე ჯარიმის ოდენობა გაზრდილია და ის 500-დან 2000 ლარამდეა.
იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან შესაბამისი ცნობის საფუძველზე.
წელს ბზობას მართლმადიდებელი სამყარო 28 აპრილს, ხოლო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 5 მაისს იზეიმებს.
0
0
153
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%