
აღარავითარი დამალვა უნგრეთის ვეტოს უკან, ევროკავშირის 25-მა ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ რეჟიმს, - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ზამთრის ცივ, 100 დღე-ღამის განმავლობაში ათასობით ქართველი ქუჩაში გამოდის საკუთარი მომავლისთვის საბრძოლველად.
„მათი მოთხოვნები ნათელია: ახალი დემოკრატიული არჩევნები; პრო-ევროპული გზა; ავტორიტარული მმართველობის დასრულება; რეპრესიების დასრულება.
ეს ეგზისტენციალური არჩევანია ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ქართველები ყველაფერს რისკავენ თავიანთი ევროპული მომავლისთვის. არ შეგვიძლია მათი მიტოვება.
ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს. ორმხრივი სანქციები საჭიროა ახლა: ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ; „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ; მოსამართლეების, პოლიციისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან რეპრესიებზე.
აღარავითარი დამალვა უნგრეთის ვეტოს უკან. ევროკავშირი-25-მა [ყველა წევრი სახელმწიფო სლოვაკეთისა და უნგრეთის გარდა] დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს ორმხრივი სანქციები. უმოქმედობის ყოველი დღე აძლიერებს ავტორიტარიზმს.
ქართველებს სჭირდებათ ევროპა ისევე, როგორც ევროპას სჭირდება საქართველო. დემოკრატიული საქართველო საკვანძოა შავი ზღვრის რეგიონში უსაფრთხოებისთვის. ახლა არის მოქმედების დრო,” - წერს იუკნევიჩიენე.
0
0