
აღარ მივცემ იმის შესაძლებლობას, რასაც ამ თვეების განმავლობაში აკეთებდნენ - გინდა მუქარად აღიქვას, გინდა სიმღერად და უნდა ლექსად აღიქვას, თავმოყვარეობა უნდა ეყოს ყველას და თუ ვინმეს რამე არ მოსწონს თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ნუ მაიძულებს მივუთითო, რომ სადმე კუთხეში უნდა დადგეს, ან რამე კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს. მიიღონ როგორც უნდათ, არ ვაპირებ "ნაციონალური მოძრაობის" ზიანი შევარჩინო და ვაპატიო ვინმეს. მორჩა! დახურულია ეს თემა, ეს ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ამას ვეღარ გააკეთებს , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი განცხადებებში გულისხმობდა ნიკა მელიას.
ხაბეიშვილის შეფასებით, ნიკა მელია თავისი განცხადებებიდან გამომდინარე გარიცხულია პარტიიდან.
"სხვადასხვა ეთერში კონკრეტული ადამიანი ამბობდა, რომ "საწოლს მიჯაჭვული მიხეილ სააკაშვილი" - ნიკა მელია. ვინც ასე ეძახის ეს არის "რუსული პარტიის" წარმომადგენლები, ვინც სააკაშვილზე ამ ენით საუბრობენ - რომ თურმე ის დავრდომილია და საწოლს მიჯაჭვულია და კიდევ კონკრეტული ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ეთერში ამას პროპაგანდირებს. ყველამ მიიღოს საკუთარ თავზე ვინც ამ ენით საუბრობს.
გაბრაზებული ვარ იმ ადამიანებზე , რომლებსაც თავმოყვარეობა არ გააჩნიათ. 8 თვის განმავლობაში სარგებლობენ მათ შორის, ჩემი მოთმინებით. გარდა იმისა, რომ ზიანს აყენებენ პარტიას, ზიანს აყენებენ ქვეყნის ინტერესებს. პირად ამბიციებს, ბოღმას, რაღაც რომ ვერ გადახარშეს, დამარცხდნენ, 30 ათასმა კაცმა კარისკენ, რომ მიუთითა, რომ წადიო, ვერ შეეგუა ეს ხალხი და ყოველდღიურად ტირის და წკმუტუნებს და დავიღალეთ ყველა.
ვეფერე, ვემუდარე, ვეხვეწე - რატომ? ისევ ქვეყნის ინტერესებისთვის, ხალხისთვის - არ ესმით? სხვა რამე უნდათ? მიიღებენ! დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ეს კონკრეტული ადამიანი გარიცხულია, მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ის არ წარმოადგენს "ნაციონალურ მოძრაობას", რადგან მისი პირი მეტყველებს ისე, როგორც კობახიძე, ღარიბაშვილო, "პოსტვ" და "იმედი". დაიხურა ეს თემა. აღარავის მივცემ შესაძლებლობას პარტიის სახელი აგორაოს ტალახში. კარგად დაიმახსოვრონ - უნდათ მუქარად მიიღონ, უნდათ სიმღერად და უნდათ ლექსად, არ მივცემ ამის უფლებას, როგორ? დამელოდონ და ვანახებ მაგათ!", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
0
0