02/12/2021
13:50
სამართალი
მისი თქმით, იგი თავს მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე გაიმართლებს.
„უკვე აღარ ვიცი ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ, რადგან რაც დარჩა ამ სახელმწიფოდან კარგად ხედავთ. ხომ არ ჯობია, რომ თქვენც დამიჭიროთ მხარი.
მთელი ეს პროცესი არის ფარსი და მთელი ქვეყნის ისტორიული სირცხვილი და ხომ არ ჯობია, რომ ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან ჩემი გამოხსნა და როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, სადაც ნამდვილი მოსამართლეები და პროკურორები იქნებიან, მე მზად ვარ, გაძლევთ პატიოსან სიტყვას, წარვდგები იმ სასამართლოს წინაშე და დაე მან გამასამართლოს.
მე იმას არ ვითხოვ, რომ მე დამიცვათ, არამედ დაგმეთ წამება და უსამართლო სასამართლო. ამ მახინჯი სისტემის ერთადერთი ფუნქციაა, რომ მე აქედან ცოცხალი არ გავიდე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
0
0