
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის e.w. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ოპერაცია მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გაუკეთეს.
„საფუძვლიანი დიაგნოზის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება“ - აცხადებენ ბჟანიას პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც ის მივლინებას რუსეთის ფედერაციაში გააგრძელებს.
10 აგვისტოს სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასლან ბჟანია, მოსკოვში სამუშაო ვიზიტისას, ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას უტარდება აუცილებელი გამოკვლევა უროლიტიზის გამწვავების გამო.
0
0
თბილისის საკრებულოს შენობაზე დროშა დაეშვა
22/11/2026
საქართველოში გლოვის დღეა
22/11/2026