შედეგზე ორიენტირებული პროტესტი - ასე აფასებს "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას და საზოგადოების პროტესტს, "ოცნების" გადაწყვეტილებაზე. ნიკა მელიას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება რუსეთის კარნახით საძირკველშივე ურტყამს საქართველოსა და დასავლეთის ახლო მოკავშირეობას და ასეთ დროს, გადამწყვეტი სწორედ ხალხის ერთობაა:
"ძლიერი ქართული სახელმწიფოს საწინდარი არის ცივილიზაციასთან ახლო მოკავშირეობა და ზუსტად ამ მოკავშირეობას საძირკველში ურტყამს ბიძინა ივანიშვილი, მისი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, რუსული კარნახით. და ასეთ დროს ყველა მოქალაქე, აქტიური თუ პასიური ყველანი ერთად, შეუთანხმებლად, ვდგებით ბრძოლის ავანგარდში და ამ მოვლენებს ვაკვირდებით ჩვენ და ვადევნებთ თვალ-ყურს და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საფრთხე არ იქნება განეიტრალებული და ეს საფრთხე რეალურია ჯერ და ამ საფრთხეს მხოლოდ და მხოლოდ გაანეიტრალებს საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ჩვენი ამოცანაა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება დემოკრატიული ძალებით. ყველას გვინდა ამ ქვეყანაში მშვიდობა სუფევდეს, ამიტომ, როგორც არასოდეს ხალხის ჩართულობას რაოდენობრივად აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ დაინახოს რუსმაც, ივანიშვილმაც, რომ ამ ხალხს ვერ გადაუვლის. ასეთი კულტურული, შემოქმედებითი, მშვიდობიანი და რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებული პროტესტი არ გვახსოვს, ყველა აპროტესტებს რუსულ კანონს იქნება ეს ქუჩა, ბარი, სკვერი, სალექციო დარბაზი, თეატრის სცენა, ყველგან. რატომ? ყველა ხვდება, რომ ეს პრობლემა სამოქალაქო საზოგადოებას კი არ ეხება, ყველას გვეხება, ვისაც უნდა ევროპა" - ამბობს ნიკა მელია.
0
0