აშშ-ში, ატლანტას ჰარსფილდ-ჯექსონის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანია Delta Air Lines-ის ტექნიკური მომსახურების ობიექტზე მომხდარი ინციდენტის შედეგად ორი დასაქმებული დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
Reuters ავიაკომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ უბედური შემთხვევა აეროპორტის ტერიტორიაზე, ბორბლებისა და სამუხრუჭე აღჭურვილობის მაღაზიაში მოხდა.
როგორც ადგილობრივი ტელეკომპანია WSB იუწყება, ტექნიკური სამუშაოების დროს, საბურავი „აფეთქდა“ და მისი ლითონის ფრაგმენტები ჰაერში გაიფანტა. ხოლო AJC-ის ცნობით, ინციდენტის დროს, „თვითმფრინავის ბორბლის კომპონენტები მაღაზიაში იყო და არ ყოფილა მიმაგრებული თვითმფრინავზე“.
ზემოხსენებული ობიექტი Delta TechOps-ის შემადგენლობაში შედის, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 150-ზე მეტი ავიაკომპანიას უწევს ტექნიკურ მომსახურებას.
გაზეთ The Atlanta Journal-Constitution-ის ცნობით, დაღუპული არიან 37 წლის ლუის ალდარონდო და 58 წლის მირკო მარვეგი.
პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, აეროპორტმა „სამძიმარი“ გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია აეროპორტის მუშაობაზე.
ატლანტას მერის, ანდრე დიკენსის თქმით, ადგილზე სახანძრო სამაშველო, პოლიციისა და აეროპორტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
0
0