30/04/2025
20:42

იმ რუსული ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში რეისებს განახორციელებენ შესაძლოა, გაიზარდოს.
მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის აეროპორტში პირველ რეისს UVT Aero ხვალ, 1 მაისს შეასრულებს. 3 მაისიდან რეისები კვირაში ერთხელ - შაბათობით შესრულდება. 6 მაისიდან „იკარის ავიახაზები“ ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით კვირაში ერთხელ რეისებს შეასრულებს.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ საავიაციო ორგანოები დამატებით მუშაობენ ავიაკომპანიების „იკარის“, „სევერნი ვეტერისა“ და „აეროფლოტის“ მიერ რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან რეისების განხორციელებაზე.
თუმცა, „აეროფლოტმა“ განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენებს არ გეგმავს.
მანამდე, „როსავიაციამ“ ავიაკომპანიებს iFly-სა და NordStar-ს მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა. iFly-ს მოსკოვიდან სოხუმში ფრენების კვირაში 14-ჯერ, NordStar-ს კი - კვირაში 7-ჯერ განხორციელების უფლება აქვს. გარდა ამისა, NordStar-მა მიიღო ნებართვა, კვირაში სამჯერ ეფრინა კრასნოიარსკიდან აფხაზეთში.
iFly-ი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტიდან სოხუმში რეისების განხორციელებას 30 მაისიდან 25 ოქტომბრამდე გეგმავს.
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ აღიარებს, რადგან ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოზიციას იცავს. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და მის შესახებ ინფორმაცია თავისი დოკუმენტებიდან ამოიღო.
0
0