
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ირაკლი ყანდაშვილი, ადვოკატებს შეხვდა და მისი გუნდის საარჩევნო პროგრამა ოფიციალურად წარადგინა.
პროგრამა შეეხო ადვოკატის პროფესიის გაძლიერებას, უფლებების დაცვას, რეგიონებში მომსახურების ხელმისაწვდომობას და ადვოკატთა სოციალურ-პროფესიულ მხარდაჭერას.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, საარჩევნო პროგრამის წარდგენისას აქცენტები ადვოკატთა ეთიკის ნორმების დაცვასა და იმ მორალურ ღირებულებებზე გააკეთა, რომლებიც პროფესიას ახლავს თან.
ირაკლი ყანდაშვილმა ხაზი გაუსვა ადვოკატთა ასოციაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელობასაც.
„მოქმედი ადვოკატთა კანონი და წესდება ზედმიწევნით გაწერს, თუ როგორ მოხდება ხმის დამთვლელი ადვოკატი წევრების არჩევნები. თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, დამიჯერეთ, აქ მუხრან ღურწკაიას ნათქვამს არ აქვს მნიშვნელობა. ამას არავინ არ დავუშვებთ, არც მე და არც ნებისმიერი სხვა კანდიდატი. ყველა ადვოკატი უზრუნველვყოფთ, რომ არჩევნები იყოს გამჭირვალე. მედიის ინტერესების დაცვა ჩემთვის იქნება პრიორიტეტი და მზად ვარ ამ მხრივ მედიატორის ფუნქციაც შევასრულო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა უნდოდეს მავანს, ადვოკატთა ასოციაციის პოლიტიზირებას ვერ ეღირსებით. ვინც პოლიტიკური დროშით მოსულა ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში, ან მოდის, ან მოვა, ის წააგებს ამ არჩევნებს", - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა,ირაკლი ყანდაშვილმა.
ირაკლი ყანდაშვილი იურიდიულ საზოგადოებაში ფართოდ ცნობილია და სარგებლობს დამსახურებული ავტორიტეტით თავისი მაღალი კვალიფიკაციის და კომპეტენციის გამო.
მან პირველად შექმნა და აამოქმედა მედიაციური სამსახური, რაც უმთავრესი ინსტრუმენტია არასასამართლო დავების დარეგულორების საქმეში. ირაკლი ყანდაშვილს აქვს საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული საადვოკატო პრაქტიკა და ხშირად მომაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში. ის მაღალი რეპუტაციით სარგებლობს უცხოეთშიც.
აღსანიშნავია, რომ მისი ერთ-ერთი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ახლების“ ლიდერის ნიკა გვარამიას ფავორიტია, რომელიც თავისი პროტექტორის მეშვეობით მძლავრ პოლიტიზირებულ საინფორმაციო კამპანიას ატარებს ყანდაშვილის წინააღმდეგ.
მიუხედავად ამისა, ირაკლი ყანდაშვილს ზურგს უმაგრებს ადვოკატების უმრავლესობა, მტკიცე მხარდაჭერა აქვს იურისტების მხრიდან, რაც მის უტყუარ გამარჯვებაზე მეტყველებს.
„ძალიან ბევრი არგუმენტია, თუ რატომ არის ირაკლი ყანდაშვილი საუკეთესო კანდიდატი. ალბათ, პირველ რიგში იმიტომ, რომ მას აქვს არსებული პრობლემების სიღრმისეული ანალიზი და შეუძლია, სისტემური ცვლილებები შეიტანოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში.“ - განაცხადა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 2025 წლის 14 დეკემბერს საერთო კრებას გამართავს, რომლის ფარგლებში ასოციაციის მმართველი ორგანოების მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება.ასოციაციის წევრები ახალ თავმჯდომარეს 14 დეკემბერს ხმათა უმრავლესობით აირჩევენ
0
0