
ადვოკატთა ასოციაცია ახალ თავმჯდომარეს და მმართველი ორგანოების წევრებს ირჩევს. ასოციაციაში დღეს და ხვალ საერთო კრება იმართება. დარეგისტრირებულია თავმჯდომარეობის ექვსი კანდიდატი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ირაკლი ყანდაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება, აირჩევა თავმჯდომარე და მმართველი რგოლები.
"ძალზედ მნიშვნელოვანი არჩევნებია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. აირჩევა თავმჯდომარე, მმართველი რგოლები. დღეს, ადვოკატები განვსაზღვრავთ ჩვენი ხვალინდელი განვითარებული პროფესიის მომავალს. მე მაქვს მოლოდინი და სურვილი და მჯერა, რომ იქნება მშვიდობიანი არჩევნები, იქნება კოლეგიალური არჩევნები და ადვოკატები გავაკეთებთ სწორ არჩევანს ხვალინდელი განვითარებული ადვოკატის პროფესიისთვის საქართველოში," - აცხადებს ირაკლი ყანდაშვილი.
0
0