21/03/2022
17:32
სამართალი
პ.ჭ.-ს ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის.
საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 16 მარტს ადვოკატის მიერ დაცვის განხორციელებას და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ბრალდებული დაემუქრა ადვოკატს, რასაც თან ახლდა საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებული მოტივით განხორციელებული ფიზიკური ძალადობა გ.ბ.-ს მიმართ. კერძოდ, თანნაქონი დანის გამოყენებით, ჭრილობა მიაყენა უფლებადამცველს სახის არეში, რის შედეგადაც უფლებადამცველმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სიცოცხლის მოსპობის მუქარისას გაუჩნდა ქმედების განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის გათვალისწინებული მტკიცებულებათა სტანდარტი და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეთა გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ პატიმრობა გამოიყენა.
მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2022 წლის 5 მაისს 14:00 საათზე გაიმართება.
0
0