ადვოკატის განცხადებით, „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, რამაზ ფევაძეს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დაკავების მომენტში „პირადი ნივთები, მათ შორის ოქროს ჯვარი, მობილური და საფულე მოპარეს“
04/12/2024
18:08
სამართალი
A-
+A
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, რამაზ ფევაძის ადვოკატის, ლაშა თოდუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დაკავების მომენტში პირადი, ოქროს ნივთები, მათ შორის, საფულე მოპარეს.
ამასთან ადვოკატის თქმით, ფერაძე აქციას მშვიდობიანად აპროტესტებდა, მისი დაკავების დროს კი მასზე ძალადობას ჰქონდა ადგილი და დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილას აღენიშნება.
თოდუას თქმით, ფერაძისთვის მოპარულ ნივთებშია მობილური ტელეფონი, ოქროს ჯაჭვი და ოქროს ჯვარი.
ცნობისთვის, რამაზ ფევაძე 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
0
0
68
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%