01/12/2021
14:53
სამართალი
როგორც ადვოკატმა განაცხადა, ბესიკ თამლიანს არაფერი დაურღვევია და არის იმედი, რომ მის მიმართ შეწყდება დევნა.
„ბესიკ თამლიანი არ აღიარებს ბრალს, მოლოდინი გვაქვს დადებითი, რადგან კიდე გვაქვს იმედი, რომ არსებობენ სამართლიანი მოსამართლეები, რომლებიც გამოიტანენ დასკვნას იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის კონსტიტუციური უფლებები არ შეიზღუდოს. სამართალდამცველს უნდა ესმოდეს, რომ როდესაც პირი იმყოფება ჯიხურზე, არ მივიდეს მასთან და არ დაესხას თავს, ამით შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სხვას. ბესიკ თამლიანს არაფერი დაურღვევია და გვაქვს იმედი, რომ მის მიმართ შეწყდება დევნა. თამლიანი ზურგზე კი არ აგდებს პოლიციელს, თავს იცავდა, რომ არ გადმოვარდნილიყო და პოლიციელს არ გადმოეგდო, რადგან ისინი ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილი. კადრებში ჩანდა, როგორ დაუდევრად ცდილობდნენ, ჩამოეგდოთ ბესიკ თამლიანი, წარმოგიდგენიათ როგორ დაზიანებას მიიღებდნენ არამხოლოდ ოპერატორები, არამედ იქ მყოფი სხვა ადამიანებიც. მსგავსი ქმედებაც განხორციელდებოდა თამლიანზე, მას რომ თავი არ დაეცვა. დიახ, მას მოუწოდეს ჩამოსვლისკენ, მაგრამ თავიდანვე იყვნენ აგრესიულები. მასაც თავიდანვე ფეხში სტაცა ხელი ერთ-ერთმა პოლიციელმა და უნდოდა, რომ ჩამოეგდო, თამლიანი ინსტიქტურად ადის ზევით და დემონსტრაციულად აგრძელებს აქციას. ის იყო აქციაზე და მან არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეგრევე ქვევით ჩამოსულიყო, ეს არ აძლევს პოლიციას საშუალებას, რომ აუვარდეს ზევით და საფრთხე შეუქმნას საზოგადოებას, ბესიკმა თავი დაიზღვია და დააზღვია პოლიციელების სიცოცხლეც იმ მომენტში, როცა პოლიციელი ქვევით დააწვინა და თვითონ ქვევით გადახტა. კადრში ისიც ჩანს, რომ თამლიანს გადახტომის დროს ფეხსაც მიაყოლებენ და წარმოგიდგენიათ, ის რომ ზევით ყოფილიყო, პოლიციელების ასვლის დროს“, – განაცხადა ადვოკატმა.
0
0