07/05/2024
12:30
მსოფლიო
პოლონეთის ქალაქ რასტენბურგში მდებარე საიდუმლო შტაბ-ბინა „მგლის ბუნაგში“, სადაც, 1941-1944 წლებში, ადოლფ ჰიტლერი და ნაცისტების სხვა ლიდერები იკრიბებოდნენ, ოთხი ადამიანის ჩონჩხი იპოვეს, რომელთა ირგვლივ არსებული საიდუმლო, შესაძლოა, ვერასოდეს ამოიხსნას.
ჰერმან გერინგის ვილაში დამარხულ ოთხივე ადამიანის ჩონჩხს ხელები და ფეხები აკლია. ტყეში ჩამალული 200-მდე ნაცისტური ბუნკერი და სამხედრო ყაზარმის ნაგებობა, 1944 წლის 20 ივლისს, პოლკოვნიკ კლაუს ფონ შტაუფენბერგის მიერ ჰიტლერზე წარუმატებელი მკვლელობის მცდელობისას გამოიყენებოდა. „მგლის ბუნაგი“ გერმანელმა ნაცისტურმა ძალებმა გაანადგურეს 1945 წლის დასაწყისში, როდესაც მათ უკან დაიხიეს მოახლოებული საბჭოთა წითელი არმიისგან თავის დასაღწევად. აღნიშნული ტერიტორია ამჟამად ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
პოლონეთის ადგილობრივმა პროკურორმა დანიელ ბროდოვსკიმ განაცხადა, რომ ადამიანის ნაშთები, თავდაპირველად, ადგილობრივმა ჯგუფმა Latebra-მ იპოვა, რომელიც ისტორიულ ობიექტებს იკვლევს.
„ჩატარდა სასამართლო ექსპერტიზა, რათა დადგენილიყო, მოხდა თუ არა მკვლელობა, თუმცა გამოძიება დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა. შემონახული ძვლის ნაშთები ოთხ ადამიანს ეკუთვნის, რომელთაგან სამი, სავარაუდოდ, შუახნის მამაკაცი იყო, ხოლო მეოთხე - რამდენიმე წლის ბავშვი, რომლის სქესის დადგენა შეუძლებელია. ნაშთების გახრწნის შემდეგ, სულ მცირე, რამდენიმე ათეული წელი გავიდა, ამიტომ გარდაცვალების მიზეზის დადგენაც უკვე შეუძლებელი გახდა,“ - განაცხადა დანიელ ბროდოვსკიმ.
ვინ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ეს ადამიანები, გამოძიებას არ დაუკონკრეტებია.
0
0