-share.jpg)
მოოქროვილი ვერცხლის ფანქარი, რომელიც, სავარაუდოდ, ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა, ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, Bloomfield Auctions-ის აუქციონზე 5400 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.
ფანქარი, რომელზეც წარწერილია ინიციალები "AH", ონლაინ აუქციონის მონაწილემ იყიდა. პრეტენდენტმა ფანქრისთვის 5400 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, თუმცა მოსალოდნელი იყო ფასის 50000-დან 80000-მდე გაზრდა.
როგორც ცნობილია, ფანქარი ნაცისტ დიქტატორს მისმა პარტნიორმა ქალმა ევა ბრაუნმა 1941 წლის 20 აპრილს 52-ე დაბადების დღეზე აჩუქა. ფანქარს ასევე გერმანულად აწერია „Eva“.
თავდაპირველად, ფანქარი 2002 წელს ერთ-ერთმა კოლექციონერმა იყიდა და მის ოჯახში ინახებოდა. აუქციონზე ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული სხვა მრავალი ნივთიც გაიყიდა. ჰიტლერის მიერ ხელმოწერილი ფოტო 6200 ფუნტად, გერმანიის მესამე რაიხის დროშის ქსოვილი სვასტიკის სიმბოლოთი 170 ფუნტად, ხოლო სამკლაური - 190 ფუნტად გაიყიდა.
აღნიშნული ნივთების გასაყიდად აქუციონის ჩატარება მორალური მიზეზების გამო გააპროტესტეს. როგორც ევროპის ებრაელთა ასოციაციის თავმჯდომარემ რაბი მენაჰემ მარგოლინმა განაცხადა, Bloomfield-ის აუქციონი "ჰოლოკოსტის დროს დაღუპული მილიონობით ადამიანისთვის, რამდენიმე გადარჩენილისა და ასევე ყველა ებრაელისთვის შეურაცხმყოფელია". თუმცა, აუქციონის სახლი ამტკიცებდა, რომ ნივთები ისტორიის ნაწილია და მათი შემსყიდველები "კანონიერი კოლექციონერები" არიან.
0
0