18/09/2023
16:20
მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის შესაძლო ავადმყოფობის შესახებ.
"არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნაკლებად აქვს შესაძლებლობა გასცეს ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამიტომ, ჩვენ აქ არაფერი გვაქვს სათქმელი", - თქვა პესკოვმა.
პესკოვმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ცნობებზე იმის შესახებ, რომ კადიროვი, სავარაუდოდ, მოსკოვში კვირას ჩაფრინდა პუტინთან შეხვედრის მიზნით. პესკოვმა თქვა, რომ პუტინთან შეხვედრა არ ყოფილა.
ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადიროვი, გარდაიცვალა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. მანამდე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი ავადმყოფობის შესახებ.
0
0