დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ხეობაში, მდინარის მიერ გატაცებული მეორე ტურისტის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება.
დღეს, ჯომარდობისას მდინარემ ორი ადამიანი გაიტაცა. შემთხვევის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, ხოლო მეორე ტურისტის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობდა.
როგორც “სფეისნიუსს” გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთულში მერის წარმომადგენელმა, მალხაზ წიკლაურმა განუცხადა, 40 წლამდე ორივე ტურისტი უცხოელია. ერთი ტურისტის ცხედარი მაშველებმა უკვე ამოასვენეს.
ამასთან, როგორც წიკლაური ამბობს, სამძებრო ღონისძიებები დილიდანვე განახლდება და მასში დამატებითი ტექნიკა და ძალები ჩაერთვებიან.
უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ადიდებული მდინარისა და დაბალი ხილვადობის მიზეზით, ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დილამდე შეჩერდა.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში მთაში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდებულია.
0
0