
საერთაშორისო ტურისტულმა პლატფორმამ The New Stays კახეთში მდებარე Alaverdi Resort-ს ვრცელი პუბლიკაცია მიუძღვნა.

გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სასტუმროს არქიტექტურაზე, ალავერდის მონასტრის ისტორიულ მემკვიდრეობასთან კავშირზე, ქართული მეღვინეობის ტრადიციებსა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობის კონცეფციაზე.
The New Stays საერთაშორისო ონლაინპლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახალ და გამორჩეულ სასტუმროებს, თანამედროვე ტურისტულ პროექტებსა და მაღალი კლასის დასვენების შესაძლებლობებს აცნობს მკითხველს.
გამოცემის ყურადღების ცენტრშია არქიტექტურა, დიზაინი, გასტრონომია, ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობა და მოგზაურობის განსაკუთრებული გამოცდილება.
ამჯერად, პლატფორმის ყურადღება საქართველომ, კერძოდ კი, კახეთში მდებარე Alaverdi Resort-მა მიიპყრო.
ადგილი, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ხვდება - The New Stays-ის პუბლიკაციაში Alaverdi Resort წარმოდგენილია როგორც სივრცე, სადაც ქართული კულტურა, მრავალსაუკუნოვანი სულიერი მემკვიდრეობა, მეღვინეობა და თანამედროვე არქიტექტურა ერთიან კონცეფციას ქმნის.
"სასტუმროს განსაკუთრებულობას მისი მდებარეობაც განსაზღვრავს. ალავერდის ისტორიული მონასტერი, კახეთის ვენახები და კავკასიონის მთები ქმნის გარემოს, სადაც მოგზაურობა მხოლოდ დასვენება აღარ არის - ის ადგილობრივი კულტურისა და ცხოვრების წესის გაცნობის შესაძლებლობად იქცევა."- ნათქვამია სტატიაში.
მშვიდი გარემო კავკასიონის კალთებზე
ცოტა თუ მოიძებნება ისეთი შთამბეჭდავი მდებარეობის სასტუმრო, როგორიც Alaverdi Resort-ია — ადგილი, სადაც ისტორიული ალავერდის მონასტრის სილუეტი ვენახებსა და მწვანე ბორცვებს მიღმა აღმართულა. კახეთში, საქართველოს ავთენტურ და ცნობილ მეღვინეობის რეგიონში მდებარე კურორტი, გარშემორტყმულია ლანდშაფტით, რომელიც მოგზაურებს სიმშვიდისკენ უბიძგებს. საუკუნოვანი სულიერების მატარებელი მონასტერი გარემოს ბუნებრივი ცენტრია, ხოლო კავკასიონის ქედი დრამატულ ფონს ქმნის. გარემოსგან იზოლირების ნაცვლად, კურორტი სწორედ მის შესაცნობად შეიქმნა: ვენახებში გასეირნება, მონასტრის დათვალიერება, ღვინის დაგემოვნება და კულინარიული მასტერკლასები სტუმრობის განუყოფელი ნაწილია. აქ ბუნება მხოლოდ დეკორაცია კი არ არის, არამედ სასტუმროს გამოცდილების მთავარი არსია.
სასტუმრო ალავერდის მონასტრის შთაგონებით
Alaverdi Resort-ი სახელსა და ფილოსოფიას მიმდებარე მონასტრისგანაა შთაგონებული და მის ფიქრიან, უბრალო და მიწასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ატმოსფეროს ეყრდნობა. პროექტი წარმოდგენილია როგორც Alaverdi Sanctuary, Wine & Agriculture Resort — კონცეფცია, რომელიც აერთიანებს მასპინძლობას, კულტურას, ბუნებასა და სოფლის მეურნეობას. კურორტი 2026 წლის პროექტია და მიეკუთვნება ქართული მასპინძლობის ახალ ტალღას, რომლის მიზანიც ქვეყნის სიღრმისეული და შთამბეჭდავი კუთხით ჩვენებაა. კავშირი მონასტერთან მხოლოდ ხედებით არ შემოიფარგლება. ის მოიცავს კულინარიულ ტრადიციებს, ღვინის კულტურასა და ისტორიულ ადგილებში ვიზიტებს. ოფიციალური კონცეფციის თანახმად, ეს არის სულიერი თავშესაფარი მოგზაურებისთვის, რომლებსაც გარემოსთან უფრო ღრმა კავშირი და საქართველოს შინაარსიანი აღქმა სურთ.
არქიტექტურა საქართველოს სამონასტრო მემკვიდრეობის შთაგონებით
სტუდია Surgula Studio-ს მიერ დაპროექტებული Alaverdi Resort-ი საქართველოს საეკლესიო და კლდეში ნაკვეთ არქიტექტურას თანამედროვე ენაზე თარგმნის. სტუდიამ იზრუნა არქიტექტურაზე, ინტერიერის დიზაინსა და საზედამხედველო პროცესზე, რის შედეგადაც შეიქმნა 3,000 კვადრატული მეტრის ფართობის ორდონიანი კომპლექსი. არქიტექტურული შთაგონების წყაროა ისეთი ისტორიული ძეგლები, როგორებიცაა უფლისციხე, დავით გარეჯი და ვარძია- თაღოვანი ფორმებით, გამოკვეთილი მოცულობებითა და ბუნებრივი ქვის, ხისა და მიწისფერი ტონალობების თავშეკავებული პალიტრით. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე გააზრებული დეტალი ლანდშაფტთან ურთიერთობაა: სასტუმრო ოთახები მაღლობზეა განთავსებული, ხოლო საზოგადოებრივი და გასართობი სივრცეები ქვედა დონეს იკავებს. ინტერიერში ოთახები სამონასტრო სენაკების უბრალოებას თანამედროვე კომფორტით გარდაქმნის, რაც სიმშვიდისა და ადგილთან მჭიდრო კავშირის შეგრძნებას ტოვებს.
38 სენაკი მთებისა და მონასტრის ხედებით
Alaverdi Resort-ი მოიცავს 38 ოთახს, რომელთაც „სენაკებს“ უწოდებენ. კატეგორიები დაყოფილია იმ ხედების მიხედვით, რომლებსაც სასტუმრო სთავაზობს სტუმრებს: Caucasus View (კავკასიონის ხედი), Alaverdi View (ალავერდის ხედი) და Village View (სოფლის ხედი). არჩევანშია King და Twin სენაკები, ხოლო Duplex King-ის ტიპის ოთახები დამატებით სივრცეს ორ დონეზე გვთავაზობს. სტანდარტული ოთახების ფართობი 40 კვადრატული მეტრია, ხოლო დუპლექსის კატეგორია 47 კვ.მ-მდე. დიზაინი მიჰყვება სიმარტივისა და სიმშვიდის საერთო ფილოსოფიას- ბუნებრივი მასალებით, მიწისფერი ტონებითა და თანამედროვე დეტალებით. აივნებიდან იშლება ხედები- ოთახები გადაჰყურებს მონასტერს, ზოგი კავკასიონის მთებს, ან მიმდებარე სოფელს. შედეგად, ეს სივრცე, ჩვეულებრივ სასტუმროს ოთახზე მეტია. ის არის პირადი სივრცე, საიდანაც კახეთის ბუნებას, ვენახებსა და მთებს ადევნებთ თვალს.
სატრაპეზო და კახური გემოები
კურორტის კულინარიული გულია სატრაპეზო- სეზონური რესტორანი, რომლის სახელიც მონასტრის ტრადიციული სასადილო დარბაზიდან მოდის. მისი ფილოსოფია მჭიდროდ უკავშირდება ადგილობრივ მიწას. კახური სამზარეულო გაჯერებულია სეზონურობით, ადგილობრივი პროდუქტებითა და თაობიდან თაობაზე გადაცემული ტრადიციებით. რესტორანი გადაჰყურებს კავკასიონის მთებს და ქმნის ატმოსფეროს, სადაც კერძები რეგიონის აღმოჩენის კიდევ ერთ გზად იქცევა. განსაკუთრებულია კავშირი ალავერდის სამონასტრო თემთან: მურაბების, მწვანილის, ყველის, თაფლისა და სეზონური პროდუქტების ნაწილს ადგილობრივი მონაზვნები ტრადიციული მეთოდებით ამზადებენ, რაც მონასტერსა და სასტუმროს სუფრას შორის უშუალო კავშირს ამყარებს. კურორტი ასევე სთავაზობს სტუმრებს კულინარიულ გამოცდილებას, მათ შორის „მაწვნის სახლში“ სტუმრობასა და ღვინისა თუ კულინარიის მასტერკლასებს.
გამაჯანსაღებელი სივრცე, სიმშვიდე და მიწის რიტუალები
Alaverdi Resort-ში გამაჯანსაღებელი კონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე სტანდარტული სპა-პროგრამა. კურორტის Wellness-შეთავაზება მოიცავს იოგას, მედიტაციასა და პილატესს, რასაც ემატება მშვიდი დასვენებისთვის შექმნილი სპა. აქტიური დასვენების მოყვარულთათვის პადელის კორტები და ღია სივრცეები დღის ენერგიულად გატარების საშუალებას იძლევა. გამოცდილება ბუნებრივად ცდება სასტუმროს საზღვრებს: გიდის თანხლებით ვენახებში გასეირნება, ალავერდის მონასტრისა და მისი ისტორიული მარნის დათვალიერება ადგილობრივ კულტურასთან ხელახალი დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა. ღვინის დაგემოვნება და ბადაგონის მარანში ვიზიტი დამატებით შთაბეჭდილებებს ქმნის, ხოლო გარშემორტყმული ვენახები ამ ადგილს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ღვინის, გასტრონომიისა და მშიდი მოგზაურობის მოყვარულთათვის.
ქართული მასპინძლობის ახალი ხედვა
Alaverdi Resort-ი შთამბეჭდავია სწორედ იმით, რომ ის არ ცდილობს ფუფუნების გამიჯვნას გარემოსგან. პირიქით- ლანდშაფტი, მონასტერი, ვენახები და კახეთის ტრადიციები თითქმის ყველა დეტალშია ჩაქსოვილი. არქიტექტურა მთების მშვიდ ჩარჩოდ იქცევა, სამზარეულო- დიალოგად ადგილობრივ მწარმოებლებთან, ხოლო გამაჯანსაღებელი სივრცე - ყოველდღიური სწრაფი რიტმის შენელების შესაძლებლობად. როგორც ახალი მიმართულება საქართველოში, კურორტი გვთავაზობს იშვიათ შესაძლებლობას: აღმოაჩინო ადგილი შიგნიდან, მისი კულტურის მეშვეობით და არა უბრალოდ ესტუმრო მას. მათთვის, ვინც ცნობილი ქალაქების მიღმა ეძებს სიღრმისეულ დასვენებას, Alaverdi Resort-ი საუკეთესო საშუალებაა საქართველოს სულის შესაცნობად.




0
0