04/12/2024
11:48
პოლიტიკა
ამ დღეებში ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობას - საბოტაჟის მცდელობა, მერწმუნეთ, პასუხგაუცემელი არ დარჩება, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თბილისი მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძე მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებმაც პეტიციას ხელი არ მოაწერეს, მადლობას უხდის.
„ამ დღეებში ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობას, რაც სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ჩვენ ვიხილეთ ერთი ხელით დაწერილი პეტიციები, რაც გავრცელდა. მერიის, თუ არ ვცდები, 229 თანამშრომელი აწერდა ხელს. ჩვენ მუნიციპალიტეტში 32 ათასამდე თანამშრომელი გვყავს. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ღირსებით, პროფესიონალურად, პატიოსნებით ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ემსახურება ამ ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. საბოტაჟის მცდელობა, მერწმუნეთ, პასუხგაუცემელი არ დარჩება, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში“,- განაცხადა კახა კალაძემ.
0
0