01/10/2021
11:32
პოლიტიკა
მისი თქმით, ადამიანს, რომელსაც უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველოშია, ბნელ კადრებს არ გაავრცელებდა.
„ძალიან დიდ ეჭვს იწვევს მისი აქ ყოფნის ნამდვილობა, რადგან თუ ის მართლაც საქართველოშია, მან უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, რაც ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია და მის დანაშაულებებს კიდევ ემატება. რაც შეეხება მისი აქ ყოფნის ფაქტს, არ მგონია, რომ ეს სიმართლე იყოს.
ბათუმის ქუჩებში თუ დადის, მას ალბათ სხვა ადამიანებიც ნახულობენ. ასევე პოლიციაც არის ამ ქვეყანაში, უსაფრთხოებაც და ბათუმის ქუჩებში თუ დადის, ნახავდნენ. თანამედროვე ტექნოლოგიებით ნებისმიერი ვიდეოს გაკეთება შეიძლება. არ მგონია, რომ ის, საქართველოშია.
ადამიანს, რომელსაც უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველოშია, ასეთ ბნელ კადრებს არ გაავრცელებდა“, – განაცხადა სამხარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
0
0