
ავთანდილ ცხვედიანი იყო ადამიანი, რომელმაც ოთხფეხა მეგობრების გადარჩენას თავი შესწირა.
2019 წლის 5 აგვისტოს ქობულეთელი ავთანდილ ცხვედიანი თავისი ძაღლების გამოსაყვანად ზღვაში შტორმის დროს შევიდა, ერთი ძაღლის გადარჩენა მოასწრო, მეორესთან ერთად კი დაიღუპა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავთანდლ ცხვედიანს ქობულეთში ქანდაკება დაუდგეს, რომელიც უახლოეს დღეებში გაიხსნება.
„ქობულეთში სადღაც ორი წლის წინ ადამიანმა თავი ძაღლებისთვის თავი გაწირა,რომლებიც ზღვაში შევიდნენ და ვეღარ გამოცურეს, ეს ადამიანი ქობულეთელი ავთანდილ ცხვედიანი იყო, რომელიც მათთან ერთად დაიღუპა და ქობულეთში ასეთი სახელი დაგვიტოვა. ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ქობულეთში მას ძეგლი დაუდგა, რომელიც ამ დღეებში საჯაროდ გაიხსნება!!!“ - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი რუსო დავითაძე.
0
0