
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მტერი დღეს კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა.
„როგორც შედეგი, გვაქვს უთანასწორობა სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ელიტური ჯგუფების გამდიდრება ხალხის გაღარიბების ხარჯზე, კანონი კანონობს მხოლოდ ვიღაცისთვის, ვიღაცას კი დაუსჯელობის სრული უფლება აქვს“, — ამბობს გახარია.
მოქალაქეების უფლებების რეალური და ქმედითი დაცვა, გახარიას თქმით, შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა სახელმწიფო ერთი პარტიის ან ერთი კაცის ინტერესებზე კი არ იზრუნებს, არამედ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება — რიგით მოქალაქეებზე.
„მხოლოდ არაკორუმპირებული, სამართლიანი და პროგრესული საქართველო იქნება თითოეული ადამიანის უფლების ნამდვილი დამცველი და ქვეყანაში თანასწორი და სამართლიანი გარემოს გარანტი. მანამდე კი კორუფციისგან მოქალაქის დაცვა ისევე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვა, მხოლოდ ილუზიაა“, — აცხადებს გახარია.
0
0