05/11/2024
18:08
პოლიტიკა
„ფარულობის საკითხს რაც შეეხება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ასეთი პრეცედენტული გადაწყვეტილება აქვს, რომ საერთოდ არ შეიძლება ტექნიკური ხასიათის დარღვევები და დეტალები ჩაითვალოს რაიმე ფორმით, არჩევნების გაყალბებად. „ -ამის შესახებ იურისტმა, ირმა ჭკადუამ რადიო “სივრცის” პირდაპირ ეთერში გადაცემა “შუადღის სივრცეში" განაცხადა, რითაც ის გუშინ, თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას მიერ ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
მისი თქმით, ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სხვა მოსამართლეები გამოიყენებდნენ.
„დარწმუნებული ვარ, რამდენიმე მოსამართლეს ექნება გამოყენებული. შესაბამისად, ამაზე საუბარი არც უნდა იყოს.
ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ არცერთი საჩივარი თვითონ უბანზე არ დაწერილა, არცერთი პრეტენზია გაცხადებული არ იყო და მას შემდგომ, რაც არჩევნები დასრულდა, მოიგონეს რაღაც მიზეზები. არ იყო ამ საჩივრების არცერთი ავტორი რეალური მსხვერპლი, რომელიც ჩიოდა, რომ ვთქვათ, შეეზღუდათ თავისუფალი არჩევნების უფლება, დაირღვა ფარულობა ან რაიმე მსგავსი.
თუ ვინმეს უნდოდა, რომ მისი ფარულობა დარღვეულიყო ის ამას გააკეთებდა, მაგრამ მე როდესაც მივედი საარჩევნო უბანზე და გავაფერადე კონკრეტული ციფრი, მე თუ მინდოდა, რომ ეს ყველას დაენახა, ესეც ჩემი უფლება იყო, იმიტომ რომ, მე ამას არ ვმალავ და თუ ვინმეს სურდა, რომ ფარული ყოფილიყო, სწორედ მათთვის იყო განკუთვნილი ე.წ კონვერტი."- განაცხადა ირმა ჭკადუამ.
0
0