
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის (2024-2026 წწ.) განხილვის მიზნით, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ხვალ პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს პირველ სამუშაო ვერსიას, რომელიც შემუშავდა მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
„აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც იმართება სამოქალაქო სექტორთან. უახლოეს პერიოდში დაიგეგმება თემატური სამუშაო ჯგუფების შეხვედრები სამოქალაქო სექტორისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით.
საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხვალ, 16:00 საათზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0