
“მოხდა ადამიანის დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის, გნებავთ ნეო-ბოლშევიზმის უხეში გამოვლინება და ამის გამართლება არ გამოვა, უბრალოდ შეუძლებელია”, - განაცხადა გადაცემის „იმედი LIVE“ წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა მარიკა ბაკურაძის გათავისუფლების ფაქტზე საუბრისას.
„ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი მარიკა ბაკურაძე პოლიტიკური ნიშნით და შეურაცხმყოფელი ფორმით დაითხოვეს სამსახურიდან, გამომცემლობიდან, სადაც მან 15 წელი იმუშავა. მარიკას სმს-ი გაუგზავნეს და ასე შეატყობინეს, რომ ის აღარ არის „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ თანამშრომელი.
არც პირისპირ საუბარი, არც განმარტება, იმ სასაცილო მიზეზს, რომ ბოლო პერიოდში მონდომებას ვერ გატყობდითო, ცხადია სერიოზულად არ ვიღებთ. ამ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები ახლა იმალებიან, რაც არ მიკვირს, იმასაც ამბობენ, რომ „იმედთან“ არ აკეთებენ კომენტარს. თუმცა, რა არგუმენტებიც არ უნდა მოიგონონ სხვა, მათთვის კომფორტულ მედიასთან თავის გასამართლებლად, ფაქტი არ შეიცვლება. ყველაზე სასაცილო მაინც ის იქნება, თუ დისკრიმინაციას ევროპული მომავლისთვის ბრძოლას დაუკავშირებენ. თუმცა, ვნახოთ, აქამდე დავლენ თუ - არა“, - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.
0
0