ადამიანი ხუთჯერ რომ გამოჩნდება კამერებთან, ჰგონია, რომ არის უინსტონ ჩერჩილი თუ არა, მასზე ნაკლები არ არის. ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ სტუმრობისას განაცხადა, როდესაც პოლიტიკური რეიტინგების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, საჯაროდაც უთქვამს ორ პოლიტიკოსს, როგორ კვლევას ატარებენ და როგორ აქვთ საკუთარ თავზე წარმოდგენა. „ერთმა თქვა, რომ ამას წინათ, გასვენებაში მივედი და ხალხი ისე თბილად შემხვდა, აშკარად დიდი რეიტინგი მაქვსო. მეორემ თქვა, რომ ხმებს როგორ ვერ ავიღებ, როცა ერთ ქორწილში ცეკვის დროს, 500 კაცი მხოლოდ ტაშს მიკრავდაო. აი, ასეთი არაადეკვატური წარმოდგენა აქვთ და ჰგონიათ, რომ სინამდვილეში, 70 %-იანი რეიტინგი აქვთ და ეს „დამპალი IRI“ უწერს 3 %-ს. უჭირთ რეალობისთვის თვალის გასწორება თავისი ამპარტავნებიდან გამომდინარე და კიდევ ერთი: მეც გავიზარდე, გავჭაღარავდი და ვხვდები, რომ თუ გვინდა უკეთესი და ხარისხიანი პოლიტიკა შევთავაზოთ ხალხს, მაშინ მარტო ლანძღვა-გინება არ არის პოლიტიკა“ - განაცხადა ელისაშვილმა.
0
0