24/09/2024
12:28
არჩევნები 2024
მე მოვუწოდებ ადამიანებს, რომ ხმა მისცენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და თუ ეს არის ჩემი პრობლემა, კარგად ყოფილა მათი საქმე - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის დღევანდელი განცხადებისა და გადაწყვეტილების პასუხად.
გიგაური ამბობს, რომ ორგანიზაციას ანტიკორუფციული ბიუროსგან ანგარიშების წარდგენის ოფიციალური მოთხოვნა ჯერ არ მიუღია.
"ჩვენ ჯერჯერობით ოფიციალური შეტყობინება არ მიგვიღია. შევხედავთ რა დასაბუთება აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ნამდვილად, მე მოვუწოდებ ადამიანებს, რომ ხმა მისცენ ევროკავშირს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს თუ არის ჩემი პრობლემა, კარგად ყოფილა მათი საქმე.", - ამბობს ეკა გიგაური
შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ "აირჩიე ევროპა" და TI "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" ცნო და ფინანსური ანგარიშების გახსნისთვის 5 დღე მისცა
0
0