06/05/2022
12:48
პოლიტიკა
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ევროპარლამენტარებს და ევროსაბჭოს წარმომადგენელებს შეხვდა. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები მიხეილ სააკაშვილის საქმეს დეტალურად იცნობენ.
ამასთან, გიული ალასანია ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდნენ, დაისჯებიან.
„შეხვედრების დროს ხშირად ისმოდა „მაგნიტსკის სია“ ამ ადამიანებისგან. ისინი ყველა ერთსულოვანი იყვნენ, უნდა შედგეს ასეთი სია და უნდა დაისაჯონ სათანადოდ ადამიანები, რომლებმაც ამ წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში მიიღეს მონაწილეობა. ჩემს შვილს იცნობდა ყველა. ყველას ჰქონდა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, რომ ის ციხეშია და იყვნენ ძალიან გაკვირვებულები, ძალიან აღშფოთებულები. მათი მოქმედებები არის საკმაოდ აქტიური“, - აცხადებს გიული ალასანია.
0
0