
ლაშა ბუღაძე პირველად არ ერთვება იმ საკითხებში, რომელიც ეხება ეკლესიას, ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ეკლესია ბნელად, რეტროგრადად და ჩამორჩენილად წარმოაჩინონ, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა „ქრონიკასთან“, რითაც გამოეხმაურა ლაშა ბუღაძის Facebook-პოსტს, სადაც მწერალი 7 იანვარს შობის აღნიშვნას რუსულს უწოდებს.
„შობას ყველა ქრისტიანული ეკლესია 25 დეკემბერს აღნიშნავს, ოღონდ სხვადასხვა კალენდრით. საქართველოს ეკლესია აღნიშნავს თარიღებს იულიანური თარიღით, ხოლო ზოგიერთი ეკლესია გრიგორიანულ კალენდარზეა გადასული. თუკი ვინმეს კანონიკური ასპექტი აინტერესებს ამ საკითხის, ამაზე სხვა ფორმა არსებობს დებატის. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ რომ საქმე არა კანონიკასთან გვაქვს, არამედ ამ მოვლენის პოლიტიკურ განზომილებაში გადაყვანასთან და საზოგადოებრივი დაპირისპირების მცდელობასთან. ლაშა ბუღაძე პირველად არ ერთვება მსგავს საკითხებში, რომელიც ეხება ეკლესიას და ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ეკლესია ბნელად, რეტროგრადად და ჩამორჩენილად წარმოაჩინონ“, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.
ლაშა ბუღაძის Facebook-პოსტს დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. კობახიძემ მწერალს ისტორიული ფაქტები შეახსენა და აღნიშნა, რომ „ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი უნდა დაანებონ“.
0
0