25/03/2023
13:57
ტურიზმი
საერთაშორისო მედია ჯგუფი - Kaori Media ტურიზმის, ეკონომიკის, ლოჯისტიკის, ტექნოლოგიებისა და მშენებლობის თემებით დაინტერესდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო აჭარაში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო-ტურისტულ პროექტებზე, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ გარემოზე.
თორნიკე რიჟვაძე საერთაშორისო მედია ჯგუფთან შეხვედრას სოციალურ გვერდზე აჯამებს და შემდეგ თემებზე ამახვილებს ყურადღებას:
▪️ აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 37%-ით გაიზარდა და 2022 წელს 116,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა;
▪️ ბიზნესბრუნვა გაიზარდა 20%-ით, გამოშვება 16%-ით, ხოლო დასაქმება 8%-ით;
▪️ აჭარის ბიუჯეტი ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა;
▪️ 2022 წელს აჭარას 3.5 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა, ჩვენი მიზანია ვიზიტორთა რაოდენობის 6 მილიონამდე 2025 წლისთვის;
▪️ საინვესტიციო პორტფელმა 4 მილიარდი დოლარი შეადგინა;
▪️ ბათუმი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო დერეფანია. ჩვენი გუნდი მუშაობს, რათა ბათუმი გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ლოჯისტიკისა და ვაჭრობის გლობალური ცენტრი;
▪️ მიმდინარეობს მუშაობა აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდისა და განვითარების ახალ გეგმაზე.
ვრცელი ინტერვიუ თორნიკე რიჟვაძესთან და ინფორმაცია აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო-ტურისტული პროექტებისა და გეგმების შესახებ, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ ყველაზე მაღალტირაჟიან ინგლისურენოვან გამოცემა - Khaleej Times-ში გამოქვეყნდება.
0
0