09/10/2021
18:52
საზოგადოება
როგორც ჯუმბერ ბათაძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, შესაბამისი ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდებოდა.
მან მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა.
„შეტყობინების შემოსვლისთანავე - დაახლოებით 2 წუთში იყვნენ მობილური ჯგუფები ადგილზე, შესწავლილი იქნა არსებული სიტუაცია, რეგიონებიდან დამატებით მობილიზებული იქნა მეხანძრე-მაშველები. დაახლოებით 400 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა სამაშველო ღონისძიებაში სადღეღამისო რეჟიმში, წინასწარ შესწავლილი იქნა ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების ადგილმდებარეობა და წერტილოვნად მიმდინარეობდა მათი აღმოჩენის და სამაშველო ღონისძიებები.
სამაშველო რეჟიმი იყო სადღეღამისო, ჩანაცვლებით. მეხანძრე-მაშველებმა მაქსიმუმი გააკეთეს, ყველას მინდა მადლობა ვუთხრა“, - განაცხადა ჯუმბერ ბათაძემ.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025