
"აჭარაში ლევან ვარშალომიძე თუ არ გიჭერს მხარს, აბა, ვინ უნდა დაგიჭიროს?!"- ასე ეხმიანება ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, აჭარის პარტიის ორგანიზაციის ბრიფინგს, სადაც აღნიშნეს, რომ მხარს ნიკა მელიას უჭერენ, ხოლო ლევან ხაბეიშვილის უკან "კულისებში დგანან ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ლევან ვარშალომიძე".
"სენსაცია ბათუმში: ენმ-ის წევრებმა გააკეთეს ჩემი "საწინააღმდეგო" განცხადება, რომ ლევან ვარშალომიძე დგას თურმე ჩემ უკან და "მეტიც", მხარს მიჭერს… "გაგიკვირდებათ" და ძალიანაც მოხარული და ამაყი ვარ ლევან ვარშალომიძით და მისი მხარდაჭერით ენმ-ის არჩევნებში, აჭარაში ლევან ვარშალომიძე თუ არ გიჭერს მხარს, აბა, ვინ უნდა დაგიჭიროს?! საბოლოოდ ირკვევა, რომ სრულიად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ცვლილებების მოლოდინშია".- წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
0
0