01/04/2022
21:27
პოლიტიკა
კლიმოვი ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ თბილისი მონაწილეობს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში, რომელიც რუსეთს დაუწესდა. კლიმოვის თანახმად, ზურაბიშვილმა ეს განცხადება ანატოლი ბიბილოვის ინიციატივის საპასუხოდ გააკეთა, რომ ცხინვალს რუსეთის ნაწილად გახდომა სურს.
„არ გამოვრიცხავ, რომ შექმნილი მოვლენების ფონზე, აჭარამ მიბაძოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს. თუ მხედველობაში მივიღებთ ისტორიულ, რელიგიურ და გეოგრაფიულ მდგომარეობას, არ არის ძნელი გასაგები, რომ ანკარა შეეცდება გააძლიეროს საკუთარი გავლენა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავ ზღვაზე აჭარელი სეპარატისტების დახმარებით“, – განაცხადა კლიმოვმა ტელეგრამით გავრცელებულ განცხადებაში.
კლიმოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს, „პირველ რიგში ქართველ ხალხს დასჯის“.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ოსეთის ისტორიული სამშობლო რუსეთია, ხოლო სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანების მიზნით, იგი 10 აპრილის შემდეგ რეფერენდუმს გამართავს.
„ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში და ეს საკმაოდ დიდი რამაა საქართველოს ფინანსური სექტორისთვის. ჩვენ, ამავე დროს, ვმონაწილეობთ ყველა რეზოლუციაში, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერადა იქნა მიღებული. ასე რომ, ვფიქრობ, ცოტათი გადაჭარბებულია თქმა იმისა, რომ დიდი განსხვავებაა [ჩვენ] შორის. შესაძლოა, [ამის მიზეზი იყოს] სიტყვები, რომელთაც მთავრობა იყენებს, და აღქმა მოსახლეობაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტს CNN-ის ეთერში.
აჭარაში არანაირი „სეპარატისტული პროცესი“ არ მიმდინარეობს, არც თურქეთს გამოუთქვამს პრეტენზია საქართველოს ტერიტორიაზე. მეტიც, თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს დიდი ხანია საზვრები დადგენილი აქვს.
0
0