19/11/2021
16:13
პოლიტიკა
ანალიტიკოსი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას აქვეყნებს, რომლის თანახმად კობახიძემ განაცხადა, რომ „მხედველობაში უნდა მივიღოთ რისკები, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე წავა სისხლისღვრის ჩათვლით, - უნდა გავითვალისწინოთ როგორც სამედიცინო მოსაზრებები, ისე უსაფრთხოების საკითხი“.
ქადაგიძე ასევე აზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების კომენტარებს, რომლებიც საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და არეულობისკენ მოუწოდებენ.
„აბსურდის თეატრი გრძელდება - ადამიანი შიმშილობს, კლინიკაში გადაყვანის და უკეთესი მკურნალობის პერსპექტივის გამო... ბეკეტის პიესაში, რომ გმირები გოდოს ელოდებიან ისე ელოდება, მიშას გათავისუფლებას „ნაც-მოძრაობა“... უბრალოდ პიესისგან განსხვავებით აქ „გოდოს მოლოდინში“ ყველაფერზე წავლენ რადიკალები. ღიად მიდის საუბარი მაიდანზე და დესტაბილიზაციაზე. შეგიძლიათ სქრინები ნახოთ, თუ რა მოწოდებებს აკეთებენ „მშვიდობიანი“ პროტესტანტები“, - წერს ანალიტიკოსი.
0
0