28/04/2023
00:26
პოლიტიკა
როგორ შეიძლება ხელისუფლება იყოს პრორუსული და თან უნდოდეს კანდიდატის სტატუსი მიიღოს. პრორუსი რომ იყოს, არ მოუნდებოდა, უნდა ძალიან და ყველაფერს ცდილობს, - ამის შესახებ პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, აბსურდია ილაპარაკო, რომ საქართველოს მთავრობა პრორუსულია.
„სიტყვების ხშირი გამეორება ხდება. მაგალითად, „გავრილოვის ღამე“, რომ დააკვირდე, სხვა რაღაცაა, აპოკალიპტური არაფერია. შემდეგ იყო „რუსული კანონი“. არსებითი განხილვა არ ხდება და დანახვა რაციონალური თვალით, რეალურად რა არის ეს კანონი და რატომ არის რუსული. სიტყვა აგენტი მეც ძალიან მჭრიდა ყურს, არ მომეწონა, მაგრამ ამის მიუხედავად, აუცილებელი იყო განხილვა და ცხადად დანახება საზოგადოებისთვის, რატომ არის ეს კანონი საჭირო ან არ არის საჭირო“, - განაცხადა გიგინეიშვილმა.
0
0