
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, თინა ხიდაშელი „ქართულ ოცნებას“ ჩინეთთან ურთიერთობას უკრძალავს, თვითონ კი ტაივანიდან ფინანსდება.
„სასაცილოა, ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობებს გვიკრძალავს ეს ადამიანი, სადაც ეკონომიკური, უსაფრთხოების უზარმაზარი პერსპექტივებია, საითაც მიისწრაფვის ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომ ეკონომიკების დაახლოება მოხდეს და თავად აის ბსოლუტურად ურცხვად ტაივანიდან ფინანსდება. ვაი საქართველო, ვის ხელში იყო თავდაცვის სამინისტრო“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
თინა ხიდაშელის ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და ბოლო დღეებში მის დაფინანსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ხიდაშელი ტაივანთან კავშირს ადასტურებს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ოფიციალური წყაროებიდან დაფინანსება არ მიუღია. ამ ფონზე კი ცნობილია, რომ ფონდი, რომელთანაც თინა ხიდაშელის ორგანიზაცია თანამშრომლობს, ტაივანის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის შექმნილი. ტაივანს კი, ოფიციალური ინფორმაციით, გაეროს წევრი სახელმწიფოების უმეტესობა არ აღიარებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 19 იანვარს განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს.
„მისი ორგანიზაცია ტაივანიდან ფინანსდება, საინტერესოა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ ხედავს ტაივანს და აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026