14/01/2025
13:54
მსოფლიო
მაინც მქონდა იმის იმედი, რომ ეს დღეს არ მოხდებოდა, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი, ნინო ზაუტაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას.
როგორც ზაუტაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აღნიშნა, საქართველოს სასამართლომ თავისი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გამოავლინა.
„მაინც მქონდა იმის იმედი, რომ დაპატიმრება დღეს არ მოხდებოდა. აბსოლუტურად დესტრუქციული, მოშლილი, ჩამოშლილია სასამართლო, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ყოველ წუთს - გინდა თბილისში, გინდა ბათუმში. კიდევ ერთხელ, გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე და ამ ადამიანს [მზია ამაღლობელს] ორი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ეს არის ძალიან მძიმე საყურებელი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
0
0