აბდულა არიპოვი პრემიერს: უზბეკეთის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით ღრმა მწუხარებით გისამძიმრებთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს
05/08/2023
16:07
საზოგადოება
A-
+A
უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულების გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ოჯახებს, მთელს საქართველოს უსამძიმრებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის აღმატებულება
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
პატივცემული ირაკლი,
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა გამო.
უზბეკეთის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით ღრმა მწუხარებით გისამძიმრებთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს.
გთხოვთ ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ახლობლებს, აგრეთვე, ყველა დაშავებულს ვუსურვებ სწრაფად გამოჯანმრთელებას“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
0
0
230
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%