31/08/2023
15:12
მსოფლიო
Abba-ს ერთ-ერთმა წევრმა აგნეტა ფელტსკუგმა ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი სოლო სიმღერა - სახელწოდებით Where Do We Go From Here? - გამოუშვა.
ვარსკვლავის განცხადებით, ის ხმის ჩამწერ სტუდიაში პროდიუსერ იორგენ ელოფსონის დაჟინებული თხოვნით დაბრუნდა.
"რადიოში ჩემი ერთ-ერთი ძველი სიმღერა მოვისმინე და დავფიქრდი, ხომ არ შემექმნა ალბომის სხვა ვერსია? არა იმიტომ, რომ [თავდაპირველი] ვერსია არ მომწონს, უბრალოდ, 10 წელი გავიდა და „ძალების მოსინჯვა“ ხელახლა ვცადე? ცოტა დაძაბული ვიყავი და ვნერვიულობდი, რადგან როცა ბერდები, ხმაც იცვლება. ვფიქრობ, ჩემი ხმის ტონი ოდნავ დაბალი გახდა. თუმცა ვფიქრობ ძალიან კარგად გამომივიდა - მომწონს სიმღერების ინტერპრეტაცია.
10 წლის ასაკიდან, დიდი ხნის განმავლობაში ვწერდი სიმღერებს. როდესაც კარგ განწყობაზე ვარ, ორ სანთელს ვანთებ - სასურველია წითელი - და ფორტეპიანოსთან ვჯდები. შემდეგ კი მელოდიას ვიგონებ, ძირითადად, მელანქოლიურს", - განუცხადა 73 წლის შვედმა ვარსკვლავმა BBC-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში.
"[აგნეტას] დროდადრო საკუთარი თავის ნამდვილად არ სჯერა. მაგრამ როცა პირიქით ხდება, სწორედ მაშინ მღერის არაჩვეულებრივი ხმით - ის 15 წლის ასაკში ამღერდა," - აღნიშნა ელოფსონმა.
კითხვაზე, ისურვებდა თუ არა 70-იან წლებში Abba Voyage-ის 3D ავატარის ტექნოლოგიის არსებობას - ჯგუფის ციფრული ვერსიების საშუალებით კონცერტის ჩატარებას - მომღერალმა უპასუხა: "არა. მიმაჩნია, რომ გასტროლებს, რა თქმა უნდა, თავისი ხიბლი ჰქონდა, რადგან ყველა იმ ადამიანის უშუალოდ ვხედავდით, ვისაც ნამდვილად ვუყვარდით - და ახლაც ვუყვარვართ. თუმცა სახლიდან გასვლა რთული იყო, რადგან მე და ბიორნს [მეუღლეს] ბავშვების დატოვება გვიწევდა."
როგორც ცნობილია, წელს აგნეტა თავისი სადებიუტო სინგლის, Jag var så kär (I Was So In Love) 55 წლის იუბილეს აღნიშნავს. ასევე მომავალ წელს, ჯგუფის არსებობის 50 წლისთავია, როდესაც ევროვიზიის სიმღერის კონკურსს [შემთხვევით] შვედეთი უმასპინძლებს.
0
0