აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა სქემ-იღუმენია იოანას მეორე ჯვარი, საწინამძღვრო კვერთხი და მანტია გადასცა
21/01/2026
20:56
A-
+A

20 იანვარს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის კრების დღესასწაულზე, აბბა ალავერდელმა
მიტროპოლიტმა დავითმა სადღესასწაულო მსახურება ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერში, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულა.
აღსანიშნავია, რომ 2004 წლის 21 აპრილს, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II , ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან ერთად ახალი შუამთის მონასტერს ეწვია, დოქსოლოგიის აღსრულების შემდეგ, სქემმონაზონ იოანას (ნიკოლაიშვილი) გადასცა ჯვარი და მონასტრის წინამძღვრად დაადგინა.
23 წლის შემდეგ, 20 იანვარს სადღესასწაულო მსახურებისას, იღუმენია იოანას მიერ მონასტრის წინამძღვრის საპასუხისმგებლო ტვირთის კეთილი ნაყოფი ყველასთვის განცხადებულია და სქემ-იღუმენია იოანას, მეუფე დავითმა, მეორე ჯვარი, საწინამძღვრო კვერთხი და მანტია გადასცა.
მისი შრომა მონასტრის კრებულთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის, მონაზვნური სულიერი ცხოვრების დანერგვისა და განვითარების საქმეში მართლაც გამორჩეული და აღსანიშნავია.
ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენია იოანას გუშინ 60 წელი შეუსრულდა.
1
0
56
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%