
შესაძლებელია თუ არა, რომ წმინდა სინოდში ერთ კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოხდეს- როგორც აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა პირველი არხის ეთერში განაცხადა, შესაძებელია იყოს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ეს საშიში არ არის.
"რადგან სამხრეთელები ვართ, ქართველები ვართ, შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა და ხმამაღლაც ვისაუბროთ, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ეს იყოს ჩვენ შორის განხეთქილების საბაბი. წინასწარ ვერ ვიტყვი, რომ 1 კანდიდატს დაუგროვდება თუ არა 20 ხმა, თუმცა ესეც შესაძლებელია. წესდებაში წერია, რომ თუ იქნება თანაბარი ხმები, იმ ორ კანდიდატს შორის იქნება ხელმეორედ კენჭისყრა. რაც არ უნდ იყოს, განსხვავებული აზრი საშიში არ არის. საშიშია, თუნდაც ერთი აზრი ითქვას გამეტებით და გაგულისებით. განსხვავებულ აზრსაც მოვისმენთ და არა ერთი მოგვისმენია. ვფიქრობ, ამ საერთო დიდი საქმისთვის იქნება თითოეული წევრის სულიერი და გონებრივი მობილიზება და მზადყოფნა, რომ ჩვენი, რაღაც გაუმართლებელი აჩქარებით არ დავიზიანოთ საშვილიშვილო და მთავარი საქმე, კათოლიკოს- პატრიარქის არჩევა."- განაცხადა აბბა ალავერდელმა.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენადაა შესაძლებელი პროცესში მოხდეს გარე ჩარევა, მეუფე დავითის თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალებით თუ ხდება პირადი და სხვისი აზრის დაფიქსირება, ეს ფონური მდგომარეობაა, რასაც საერო ადამიანებზე აქვს გავლენა, ვიდრე მღვდელმთავრებზე, რომელთა ხმებიც უნდა იყოს დათვლილი.
"გარედან რაიმე ზეწოლის ფაქტი, არ მგონია იყოს ისეთი შემაწუხებელი, რომ მოხდეს გადაწყვეტილების ცვლილება. დღეს მსგავსს ვერაფერს ვხედავ."- განაცხადა მეუფე დავითმა
1
0